აირბაგის ბლოკის პროგრამირება

SRS აირბაგის ბლოკიდან ქრაშის წაშლა თითქმის ნებისმიერ მოდელზე. ასევე დახურული SUBARU და TOYOTA -ს პროცესორებიდან რომლებიც გამოდის 2023 წლიდან

რატომ არის აუცილებელი აირბაგის ბლოკის პროგრამირება?

თუ თქვენი აირბალიშები ავარიის შემდეგ ამოქმედდა, SRS აირბაგის მოდული საჭიროებს შეცვლას პასიური უსაფრთხოების სისტემის სხვა ელემენტებთან ერთად.
დარტყმის სენსორები აგზავნიან ზემოქმედების სიგნალს SRS განყოფილებაში. SRS აირბაგის ბლოკი ინახავს დარტყმის მონაცემებს საკუთარ მეხსიერებაში და წარმოქმნის მუდმივ გამაფრთხილებელ სიგნალს დაფაზე სპეციალური ნათურის ანთებით.
აირბალიშის შეცვლის შემდეგ, აირბაგის ბლოკი გააგრძელებს გაუმართაობის მითითებას. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ უბრალოდ გამორთოთ ნათურა. მაგრამ ავარიის მონაცემები დარჩება განყოფილების მეხსიერებაში და მათი წაკითხვა შესაძლებელია დიაგნოსტიკის გაკეთებით და ბლოკიც განმეორებითი ავარიის შედეგად აღარ მოიყვანს მოქმედებაში აირბალიშებს და ვერ დაიცავს ავტომობილში მჯდომ ადამიანებს, ჩვენ შევძლებთ ბლოკის აღდგენას და მასში ახალი პროგრამის ჩაწერას რის შემდეგაც ბლოკი განაგრძობს მუშაობას ისევე როგორც დაზიანებამდე მუშაობდა და არ მოგიწევთ ახალი მოდულის შეძენა რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული

აირბაგის ბლოკის პროგრამირება