დიზელის ნაწილაკების ფილტრის (DPF) გაუქმება
დიზელის მანქანების ყველა მფლობელი ადრე თუ გვიან ხვდება პრობლემას: ანთებულ ე.წ საჟევოი ფილტრის სისტემის გაუმართაობის ნიშანს დაფაზე. როგორც წესი, ეს სიგნალი მიუთითებს მოწყობილობის ეფექტურობის შემცირებაზე და ამის გამო, სიმძლავრე მცირდება და იზრდება საწვავის მოხმარება. ჩვენ ვსაუბრობთ დიზელის მანქანების მუშაობის მახასიათებლებზე და ნაწილაკების ფილტრის გაუქმებაზე და მის დადებით მხარეებზე.

რატომ არის საჭირო ნაწილაკების ფილტრი და როგორ მუშაობს იგი?
დიზელის ნაწილაკების ფილტრი დამონტაჟებულია გამონაბოლქვ აირებში ნაწილაკების შესამცირებლად. ევრო-5 სტანდარტის ავტომობილებს ქარხნულად მოყვება დამონტაჟებული ე.წ საჟავოი ფილტრის სისტემა.
ნაწილაკების ფილტრის მუშაობის პრინციპი
ნაწილაკების ფილტრის მუშაობის პრინციპი მარტივია: ჭვარტლის ნაწილაკები, რომლებიც გადიან ფილტრში, რომელიც ერთგვარი „საცერია“, იჭედება ამ ფიჭურ სტრუქტურაში. მოწყობილობის შეყვანასა და გამომავალში არის ტემპერატურისა და დიფერენციალური წნევის სენსორები, რომლებიც აფასებენ მისი მუშაობის ეფექტურობას. მოქმედების პრინციპიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ დგება მომენტი, როდესაც ფილტრის უჯრედების უმეტესობა ივსება. ძრავის მუშაობა რთულდება, რაც მძღოლისთვის ენერგიის დაკარგვას იწვევს. ამის შემდეგ, როგორც წესი, ავტომობილის მფლობელები ხშირად წყვეტენ ნაწილაკების ფილტრის ე.წ საჟავოი ფილტრის ამოღებას, რადგან მისი ახლით შეცვლა გაცილებით ძვირია.
გაუმართაობის ნიშნები
იმის გამო, რომ ავტომფლობელები ხშირად უგულებელყოფენ ნაწილაკების ფილტრების სწორად მუშაობას, სისტემა ძიალიან მალე ბინძურდება და ზიანდება.
პრობლემის მთავარი მაჩვენებელი არის მაჩვენებელ დაფაზე გამოჩენილი გამონაბოლქვის სისტემის გაუმართაობის ნიშანი. გარდა ამისა, შესაძლოა აინთოს „სპირალი“ და „Check Engine“ ინდიკატორები.
ნაწილაკების ფილტრთან დაკავშირებული პრობლემების სიმპტომები:
-
სიმძლავრე მცირდება, განსაკუთრებით დაბალ სიჩქარეზე;
-
საწვავის მოხმარება იზრდება;
-
მატორის არათანაბარი მუშაობა;
-
ზეთის დონე მატულობს. მიზეზი არის საწვავის გადატანა და შერევა ზეთში რეგენერაციის ხშირი მცდელობის და საწვავის მომატებული დოზით შეფრქვევის გამო;
შეცდომის კოდები:
ყველაზე ხშირი შეცდომის კოდები ავტომობილის დიაგნოსტიკის დროს როცა მწყობრიდანაა გამოსული ე.წ საჟავოი ფილტრი შეიძლებ შეგხვდეს :
P2002
P242F
P2452, P2453, P2454
P2458
P2463
P246B
P0471, P0472
00480a, 00481a
Р1901, P1958, P2080, P242A, P242B, P246E, P246F. და სხვა. შეცდომის კოდები განსხვავდება ავტომობილის მარკის და მოდელის სხვაობის შემთხვევაშიც.
პრობლემის გადაჭრის 3 ვარიანტი:
-
ნაწილაკების ფილტრის გარეცხვა:
თუ იძულებითი/გადაუდებელი რეგენერაცია არ დაგვეხმარება, შეგიძლიათ სცადოთ გარეცხვა. რეცხვა შეიძლება განხორციელდეს როგორც ფილტრის მოხსნით,ასევე ავტომობილზევე სპეციალური აპარატის მეშვეობით. DPF ფილტრის რეცხვას აზრი აქვს მაშინ როდესაც ფილტრი დაბინძურებულია საშუალო დონეზე ნაკლებად, მაგრამ მიუხედავად ამისა დიდი ხნით მისი შენარჩუნება ავომობილზე ჩვენს პირობებში შეუძლებელი იქნება.
-
ახალი ფილტრის დაყენება:
ფილტრის შეცვლა ყველაზე ძვირადღირებული გზაა პრობლემის მოსაგვარებლად. ორიგინალი ფილტრის შეკვეთა შემდეგ ჩამოტანა და ავტომობილზე დაყენება ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და სულ მცირე 2500-დან 4000 ლარამდე მაინც დაუჯდება ავტომობილის მფლობელს, თუნდაც საშუალო კლასის მოდელებისთვის. გარდა ამისა ჩვენს პირობებში რამდენ ხანს შეინარჩუნებს მუშა მდგომარეობას ეგეც დასაფიქრებელია რადგან ხშირია ჩვენს გარშემო შემთხვევები როდესაც საზღვარგარეთიდან ჩამყვანილი ავტომობილების უმეტესობას პრობლემები ჩამოყვანიდან პირველ ორ-სამ თვეშივე ეწყება და ერთ წელსაც ვერ ინარჩუნებს მუშა მდგომარეობას.
-
ნაწილაკების ფილტრის DPF-ის გაუქმება:
მოწყობილობა ფიზიკურად უნდა მოიხსნას ავტომობილიდან და უნდა გამოირთოს ფუნქცია ავტომობილის ძრავის მართვის ბლოკში ე.წ კომპიუტერში პროგრამული ჩარევით რაც სამუდამოდ აღმოფხვრის საჟევოი ფილტრის და მასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრაში. ეს არის რადიკალური, მაგრამ ყველაზე ეფექტური მეთოდი, რომელსაც ადრე თუ გვიან მიმართავენ ავტომობილის მეპატრონეები და თავს ირიდებენ განმეორებითი ხარჯების გაღებისგან. რადგან პრობლემის გადაჭრის დაგვიანებული მცდელობა იწვევს ხშირ შემთხვევაში ძრავის დაზიანებას ან ტურბინის და სხვა დეტალების მწყობრიდან გამოსვლას რაც შემდეგ ორმაგი ხარჯი და ნერვიულობაა.
საჟავოი ფილტრის გაუქმების დადებითი მხარეები:
-
ძრავის კომპიუტერიდან და დაფიდან შეცდომები და პრობლემები ქრება;
-
ახალი DPF ფილტრის ყიდვის და შეცვლის ხარჯები ქრება;
-
ქრება საწვავის გაზრდილი მოხმარების პრობლემები;
-
ავტომობილის ძრავის ზეთის რესურსის იზრდება და ნაკლებად ბინძურდება იგი;
-
იზრდება ავტომობილის სიმძლავრე რადგან ძრავი უფრო თავისუფლად იწყებს სუნთქავს;
-
ვირიდებთ გაჭედილი საჟევოი ფილტრის გამო ტურბინის რესურსის შემცირებას და დაზიანებას;
GEOCHIPTUNING ჩვენ დაგეხმარებით ე.წ საჟევოი ფილტრის სრულფასოვნად გაუქმებაში და თქვენი ავტომობილის ძრავის და მისი დეტალების მუშაობის რესურსის ზრდაში. 15 წლიანი მუშაობის გამოცდილებით მოგემსახურებით მაღალი ხარისხითა და პასუხისმგებლობით. ასევე ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი მომსახურებები:
ჩიპ ტუნინგი
პროგრამირება
DPF OFF – საჟევოი ფილტრის გაუქმება.
EGR OFF – ეგეერის გაუქმება.
BLUE TEC OFF- ედბლუს სისტემის გაუქმება
Lambda off- კატალიზატორის გაუქმება.
Stage1